ფეხბურთი

19:37 | 23.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვარდი "ლესტერში" რჩება

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი "ლესტერ სიტიში" დარჩება. როგორც "მელიების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელის წარმომადგენლები და კლუბის ხელმძღვანელობა ახალ ოთხწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.

კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ვარდის გარშემო გავრცელებულ ჭორებს ბოლოს მოუღებს. საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი ვარდი ინგლისის ჩემპიონთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

როგორც ბრიტანული მედია იუწყებოდა, ჯეიმის ტრანსფერი ლონდონის "არსენალში" გადაწყვეტილი იყო და "მეთოფეები" გამოსასყიდ თანხას იხდიდნენ.

გასულ სეზონში ვარდიმ პრემიერლიგაში 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 24 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 4.5 მილიონიდან 18 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ინგლისელი პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091999