თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მიმდინარეობს ყინულის ახალი მოედნის (“ანკარა არენა”) გახსნისადმი მიძღვნილი ტურნირი “ანკარის თასი” თურქეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მონაწილეობით.
ტურნირზე უკვე შედგა 2 მატჩი. მასპინძელმა თურქეთმა ბოსნია-ჰერცეგოგინა 9:1 დაამარცხა, გუშინ კი ბოსნიელები ქართველმა ჰოკეისტებმაც არ დაინდეს და მეტოქე 14:2 (5:0, 3:2, 6:0) გაანადგურეს.
დღეს, 17:00 საათიდან გადამწყვეტ შეხვედრაში თურქეთი და საქართველო ითამაშებენ და სამთა ტურნირის გამარჯვებულის ვინაობასაც შევიტყობთ.