ფეხბურთი

12:41 | 27.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ლიგა: დინამო თბ – ტორპედო 4:1

26 ივნისს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 18-წლამდე ჭაბუკთა ლიგის ფინალი გაიმართა. გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. უხვგოლიანი მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა. ჩემპიონები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზეიდენტმა, ლევან კობიაშვილმა დააჯილდოვა.

ამავე დღეს მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ბრინჯაოს მედლებისთვის ერთმანეთს „სამტრედია“ და თბილისის „ლოკომოტივი“ გაეჯიბრნენ. ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა, პენალტებში კი, სამტრედიელებმა 4:3 იმარჯვეს.

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.10277