ამერიკის შეერთებული შტატების კალათბურთელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მოახლოებული რიოს ოლიმპიადისთვის 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ნაკრებს ლებრონ ჯეიმსი აკლია, რომელმაც თამაშზე უარი თავად განაცხადა. “მეფემ” თავისი გადაწყვეტილება ხანგრძლივი და გადამღლელი სეზონით ახსნა.
“დრიმ თიმის” 12-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
უკანახაზელები: კაირი ირვინგი (“კლივლენდ კავალიერსი”), კაილ ლოური, დემარ დეროზანი (ორივე “ტორონტო”), კლეი ტომპსონი (“გოლდენ სტეიტი”), ჯიმი ბატლერი (“ჩიკაგო”)
ფორვარდები: კარმელო ენტონი (“ნიუ იორკი”), პოლ ჯორჯი (“ინდიანა”), კევინ დურანტი (“ოკლაჰომა”), დრეიმონ გრინი, ჰარისონ ბარნსი (ორივე “გოლდენ სტეიტი”)
ცენტრები: დემარკუს კაზინსი (“საკრამენტო”), დეანდრე ჯორდანი (“კლიპერსი”)
რიოს ოლიმპიადაზე საკალათბურთო ტურნირი 6 აგვისტოს დაიწყება და ამავე თვის 21 რიცხვში დასრულდება.









