საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "ლიონის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი სამუელ უმტიტი კარიერას კატალონიის "ბარსელონაში" გააგრძელებს. 22 წლის მცველის ტრანსფერი ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ფეხბურთელის შესაძენად "ბლაუგრანამ" 25 მილიონი ევრო გადაიხადა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენწლიან კონტრაქტს გააფორმებს უმტიტი "ბარსელონასთან".
სამუელი "ლიონის" აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2011 წელს დააწინაურეს. მას შემდეგ მცველმა 170 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ფრანგი ამჟამად ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება, თუმცა ვერცერთი მატჩში მიიღო მონაწილეობა.





