ფეხბურთი

18:25 | 1.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

რეგიონთა თასი ჩელე არენაზე (+VIDEO)

30 ივნისს, ქობულეთში " ჩელე არენაზე" რეგიონთა თასის 1/8 ფინალის მატჩი გაიმართა. შეხვედრაში აჭარის 13-წლამდელთა ნაკრები გურიის 13-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი აჭარელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი დაესწრნენ.
"რეგიონთა თასი" წელს პირველად ტარდება და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 16 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის მთავარი მიზანი რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთის პოპულარიზაცია და ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენაა.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172586