ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ უიმბლდონის ქალთა წყვილებში მარცხი განიცადა, შერეულ წყვილებში კი წარმატებული სტარტი აიღო.
კალაშნიკოვამ და ჰოლანდიელმა მატვე მიდელკოპმა ესპანელებს დავიდ მარეროს და მარია ხოსე მარტინეს სანჩესს 7:5, 5:7, 6:3 სძლიეს და მე-2 წრეში გააღწიეს, სადაც მე-5 განთესვის მქონე სერბ ნენად ზიმონიჩს და ტაივანელ იუნ-იან ჩანს ეთამაშებიან.









