„ფოლკსვაგენ პოლოთი“ მოასპარეზე ანდრეას მიკელსენმა პოლონეთის რალიზე გაიმარჯვა, რაშიც მას ესტონელი ოტ ტაენაკის უიღბლობამ შეუწყო ხელი. ტაენაკი რბოლის მეორე სპეცმონაკვეთიდან ჩაუდგა რბოლას სათავეში და ბოლოსწინა სპეცმონაკვეთამდე წინ არავინ გაუშვია. თუმცა გადამწყვეტ მომენტში, წინა მარჯვენა ბორბალი დაეშვა, რაზეც 40 წამი დაკარგა და წინ ნორვეგიელი გაუშვა.
ბოლო, სუპერ სპეცმონაკვეთზე მიკელსენმა კიდევ უფრო გაზარდა ტაენაკთან უპირატესობა და კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება იზეიმა. ესტონელს მეორე ადგილის შენარჩუნებაც გაუჭირდა, თუმცა ოორი წამით მაინც აჯობა „ჰიუნდაის“ ახალზელანდიელ ჰეიდენ პადონს, სამი წამით კი ასევე „ჰიუნდაის“ ტიერი ნოივილი ჩამოიტოვა. მხოლოდ მე-6 ადგილს დასჯერდა ჩემპიონატის ლიდერი სებასტიან ოჟიე, რომელსაც თანაგუნდელმა იარი-მატი ლატვალამაც აჯობა. სწორედ ლატვალამ მოიგო სუპერ სპეცმონაკვეთი და ამისთვის სამი ქულაც დაიმსახურა, ოჟიე კი მეორე ადგილს და ორ ქულას დასჯერდა.
მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო ეტაპს ფინეთი უმასპინძლებს, სადაც რბოლა 28-31 ივლისს გაიმართება.
პოლონეთის რალი
- ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) 2:37:34.400
- ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) +00:26.200
- ჰეიდენ პადონი (ახ.ზელანდია, ჰიუნდაი) 00:28.500
- ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი) 00:29.300
- იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) 00:33.800
- სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 00:40.300
- კრეიგ ბრინი (ირლანდია, სიტროენი) 02:01.400
- მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) 03:04.600
- ერიკ კამიი (საფრანგეთი, ფორდი) 05:23.100
- ტეემუ სუნინენი (ფინეთი, შკოდა) 05:53.300
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ოჟიე - 143 ქულა; 2. ანდრეას მიკელსენი - 92; 3. ჰეიდენ პადონი - 72; 4. იარი-მატი ლატვალა - 68; 5. დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი) - 68; 6. მადს ოსტბერგი - 62; 7. ტიერი ნოივილი - 61; 8. ოტ ტაენაკი - 52; 9. კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი) - 26; 10. ერიკ კამიი - 24...









