ავტოსპორტი

2:49 | 8.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

„პირელი“: ფეტელის საბურავი ნამსხვრევმა დააზიანა

„პირელიმ“ შეისწავლა ავსტრიის დიდი პრიზის რბოლისას, სებასტიან ფეტელის მანქანაზე საბურავის დაზიანების მიზეზი და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს ტრასაზე არსებულმა ნამსხვრევმა გამოიწვია. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს 26-ე წრეზე, როცა სტარტ-ფინიშის სწორს გადიოდა, მარჯვენა უკანა ბორბალი გაუსკდა, რასაც კედელთან კონტაქტი მოჰყვა.

ინციდენტამდე ფეტელი რბოლას ლიდერობდა. თუმცა მხოლოდ იმის წყალობით, რომ მისმა მეტოქეებმა პიტ სტოპები შეასრულეს, თავად კი იმავე საბურავებით აგრძელებდა რბოლას, რომლითაც დაიწყო. ბევრი მიმომხილველის აზრით, „ფერარი“ შეცდა, როცა სუპერ სოფტებით მოასპარეზე გერმანელის ბოქსებში პირველი ვიზიტი გადადო. მაგრამ „პირელი“ ირწმუნება, რომ საბურავი მეტისმეტი ცვეთის გამო არ დაზიანებულა.

„სებასტიან ფეტელის საბურავის დაზიანების მიზეზის გავაანალიზეთ და შედეგები „ფერარის“ გავუზიარეთ. საბურავის მცირე ნარჩენების შესწავლამ და სხვა საბურავებთან შედარებამ გვიჩვენა, რომ მისი სტრუქტურის გადაღლასთან საქმე არ გვაქვს. შესაბამისად, დაზიანება შესაძლოა ტრასაზე არსებულ ნამსხვრევს გამოეწვია“, - ნათქვამია იტალიური კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169945