ფეხბურთი

14:12 | 8.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

კლოპმა ახალი კონტრაქტი გააფორმა

ინგლისურმა “ლივერპულმა” გუნდის მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, გერმანელი სპეციალისტი მერსისაიდელთა სათავეში 2022 წლამდე დარჩება. შეთანხმების ფინანსური დეტალები არ სახელდება.

დორტმუნდის “ბორუსიას” ყოფილმა თავკაცმა “ლივერპული” გასული წლის ოქტომბერში ჩაიბარა და მხარეებს შორის აქამდე მოქმედი ხელშეკრულება ძალაში 2018 წლამდე იყო. კლოპის ხელმძღვანელობით გუნდმა გასული სეზონი პრემიერლიგის ცხრილში მერვე ადგილზე დაასრულა, ითამაშა ინგლისის ლიგის თასისა და ევროპის ლიგის ფინალში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089506