პოლონეთში საკონტროლო მატჩი გაიმართა ვროცლავის "შლიონსკსა" და კრაკოვის "ვისლას" შორის, რომელიც 3:3 დასრულდა. "შლიონსკიდან" ერთი გოლი ლაშა დვალმა გაიტანა.
21 წლის ქართველმა მცველმა პირველი ტაიმის შუაწელს კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავურით გადაგზავნა კარში. დვალმა პირველი ტაიმი ითამაშა.
შეგახსენებთ, დვალი იანვარში "დუისბურგიდან" გადავიდა "შლიონსკში".









