ჩოგბურთი

21:39 | 9.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერენამ უიმბლდონი მოიგო და გრაფს გაუთანაბრდა (+VIDEO)

ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა უიმბლდონის ტურნირი მეშვიდედ მოიგო. ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ფინალის სცენარი ინგლისში აღარ განმეორდა და სერენამ ანგელიკა კერბერს რევანში აუღო - 7:5, 6:3. მაშინ გერმანელმა მეტოქე სენსაციურად 6:4, 3:6, 6:4 დაამარცხა.

სერენამ აიხდინა ოცნება და დიდი სლემის ტურნირი 22-ედ მოიგო, ამ მაჩვენებლით კი შტეფი გრაფის რეკორდი გაიმეორა. უილიამსმა მატჩში 13 ეისი შეასრულა. კერბერს შეეძლო პირველი სეტი ტაი ბრეიკში გადაეყვანა, თუმცა მოწოდება დათმო და 5:7 წააგო. მეორე სეტში სერენამ კვლავ ერთი ბრეიკი შეასრულა და ტურნირი კარიერაში მეშვიდედ მოიგო.

სერენამ თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და 34 წლის და 283 დღის ასაკში გახდა ყველაზე ასაკოვანი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08925