27 წლის საყრდენი ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე კვიპროსზე გააგრძელებს კარიერას, თუმცა ახალ კლუბში: "ანორთოსისიდან" "ერმისში" გადავიდა. ამის შესახებ ფეხბურთელმა თავადაც გვითხრა:
"დიახ, "ერმისში" გავაგრძელებ თამაშს. ეს გუნდი ყოველთვის მებრძოლი და უხერხული მოწინააღმდეგე იყო, მე მომწონდა".
"ერმისმა" გასულ სეზონში მე-12 (ბოლოდან მესამე) ადგილი დაიკავა კვიპროსის ჩემპიონატში.
მაისურაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული: ეს თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას. ირაკლი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში თამაშობდა "ანორთოსისში" და ძირითად შემადგენლობაში თითქმის მუდმივად გახლდათ.









