სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:00 | 14.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” ახალი სეზონისთვის ფორმა წარადგინა და ნომრები გაანაწილა

მადრიდის “რეალმა” ახალი ფორმა წარადგინა, რომლითაც გუნდი 2016-2017 წლების სეზონში იასპარეზებს. საშინაო მატჩებში მადრიდელები თეთრი ფერის ფორმით ითამაშებენ, ხოლო სტუმრად იასამნისფერით.

ამავდროულად, ახალი სეზონისთვის განაწილდა სათამაშო ნომრებიც. “სამეფო კლუბში” ტურინის “იუვენტუსიდან” დაბრუნებული ალვარო მორატა 21-ე ნომრით ითამაშებს, 5-ნომრიანი მაისური აირჩია ფრანგმა მცველმა რაფაელ ვარანმა. მე-2 ნომრით, რომელიც აქამდე ვარანს ეკუთვნოდა, დანიელ კარვახალი იასპარეზებს, ხოლო ლუკას ვასკესმა 18 ნომერი, 17-ში გაცვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.177891