ფეხბურთი

14:05 | 18.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ წლის 10 საუკეთესო ფეხბურთელი შეარჩია

უეფამ 2015-2016 წლების სეზონის 10 საუკეთესო ფეხბურთელი შეარჩია და მათგან საუკეთესოს 25 აგვისტოს გამოავლენს. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ წლის უძლიერესი ფეხბურთელების ათეულში შემდეგი მოთამაშეები დაასახელა:

გარეტ ბეილი (რეალი, უელსი)

ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი, იტალია)

ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, საფრანგეთი)

ტონი კროოსი (რეალი, გერმანია)

ლიონელ მესი (ბარსელონა, ესპანეთი)

ტომას მიულერი (ბაიერნი, გერმანია)

მანუელ ნოიერი (ბაიერნი, გერმანია)

პეპე (რეალი, პორტუგალია)

კრიშტიანუ რონალდუ (რეალი, პორტუგალია)

ლუის სუარესი (ბარსელონა, ურუგვაი)

ზემოჩამოთვლილი ათეულიდან უეფა სამ ფინალისტს 5 აგვისტოს დაასახელებს, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა საფეხბურთო სამყაროს 25 აგვისტოს ეცოდინება.

უეფა ასეთი სისტემით წლის საუკეთესო ფეხბურთელს 2011 წლიდან ასახელებს. პირველად მისი გამარჯვებული ლიონელ მესი გახდა. მანვე მოიგო შარშანაც. 2012 წელს ანდრეს ინიესტა გახდა საუკეთესო, 2013 წელს ფრანკ რიბერი, ხოლო 2014 წელს კრიშტიანუ რონალდუ.

თეგებიუეფა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097187