ესპანური “ბარსელონა” მომავალი სეზონისთვის შემადგენლობას აძლიერებს. კატალონიელთა სამიზნეში ამჯერად დარიუს ადამსი და ჯეისონ გრეინჯერი მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ადამსმა გასული სეზონი “ლაბორალ კუჩაში” გაატარა და ბასკები მას დარჩენას კიდევ სთხოვენ. გარდა ამისა, ამერიკელ უკანახაზელს წინადადება ჩინეთიდანაც აქვს, თავად კი, იმედი აქვს, რომ ნბა-ს რომელიმე კლუბში დამკვიდრებას მოახერხებს.
რაც შეეხება გრეინჯერს, მან წინა სეზონი სტამბოლის “ანადოლუ ეფესში” გაატარა და თურქეთში დარჩენას აღარ აპირებს.









