ავტოსპორტი

18:04 | 20.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ჰონდა“ „მაკლარენისთვის“ ძრავის შემდგომ გაუმჯობესებას გეგმავს

„ჰონდა“ თავისი ძრავის ახალ მოდიფიკაციას ამზადებს, რომელსაც თავის პარტნიორ „მაკლარენს“ პირველად ოთხი-ხუთი ეტაპის შემდეგ მიაწვდის. ამის შესახებ, იაპონური კომპანიის ფ1-ის პროგრამის შეფმა იუსუკე ჰასეგავამ განაცხადა. „ჰონდამ“ თავისი შიდაწვის ძრავის ახალი ვერსია პირველად ბრიტანული დიდი პრიზის რბოლაში გამოიყენა.

სილვერსტოუნისთვის გაუმჯობესდა შიდაწვის ძრავის ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტი, როგორიცაა შემშვები სისტემა. უფრო ადრე (კანადაში) დაიხვეწა ტურბო კომპრესორი. შემშვები სისტემის სრულყოფის დახმარებით გაუმჯობესდა წვის ეფექტურობა, რამაც სიმძლავრის ზრდის გარდა, გამონაბოლქვი აირების ინტენსივობის ზრდაც გამოიწვია.

ჰასეგავა ამბობს, რომ „ჰონდას“ ყურადღება შიდაწვის ძრავის სრულყოფაზე აქვს გამახვილებული. იაპონური კომპანიის განკარგულებაში, ძრავის შემდგომი მოდიფიცირებისთვის საჭირო 10 პირობითი ჟეტონი (ტოკენი) არის დარჩენილი და ჰასეგავა ამბობს, რომ „ჰონდა“ ყველას აუცილებლად გამოიყენებს.

„ჩვენ კვლავაც შიდაწვის ძრავის გაუმჯობესებას ვცდილობთ. ტესტებზე ჩანს, რომ გაუმჯობესება სახეზეა. ახლა სიახლეების რბოლებისთვის მომზადება გვჭირდდება. ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ალბათ ოთხი-ხუთი რბოლის შემდეგ, მათ გამოყენებას შევძლებთ“, - ამბობს ჰასეგავა და დასძენს, რომ „ჰონდა“ მის ხელთ არსებულ ტოკენებს „იდეალურად“ გამოიყენებს. ის ასევე ამბობს, რომ სილვერსტოუნზე გამოყენებული ახალი აგრეგატი წინაზე უკეთესია, თუმცა ისიც აღიარა, რომ მეტოქეებს ისევ ჩამორჩება.

„ფერნანდომ კვალიფიკაციის მესამე ნაწილში მერვე დრო აჩვენა. მართალია, ის გაუუქმეს, მაგრამ გამოჩნდა, რომ ძრავი გაუმჯობესებულია. ლიდერებამდე ჯერაც ბევრი გვიკლია, მაგრამ ჩანს, რომ ჩამორჩენას ვამცირებთ“, - დასძენს ჰასეგავა.

ძრავების მწარმოებლების მიერ გამოყენებული ტოკენები:

ფერარი 29 (3 დარჩა)

ჰონდა 22 (10 დარჩა)

მერსედესი 21 (11 დარჩა)

რენო 11 (21 დარჩა)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096278