ის, რაც ალბანელმა მეკარე ალბან ჰოჯამ ბუდაპეშტში გააკეთა, გმირობის ტოლფასი იყო. ალბან ჰოჯა ალბანური "პარტიზანის" 28 წლის მეკარეა, მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრეთის "ფერენცვაროშთან" შინ 1:1 ითამაშა, გუშინ უნგრეთშიც ასე დასრულდა მატჩი და პენალტების სერიის ჯერი დადგა.
მეკარე ჰოჯამ სერიაში პირველი პენალტი თავად დაარტყა და ჩეხოსლოვაკიელი პანენკას დარად შეასრულა: რბილად, თავზე გადაუგდო მეკარეს.
ეს კიდევ არაფერი, მერე სამი პენალტი მოიგერია. საბოლოოდ, ჰოჯას "პარტიზანმა" პენალტებში 3:1 მოიგო და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.









