ესპანეთის ნაკრების მწვრთნელად 49 წლის სპეციალისტი ხულიენ ლოპეტეგი დაინიშნა. ამის შესახებ დღეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა.
ლოპეტეგი ბოლო ორი წლის განმავლობაში “პორტუს” თავკაცობდა, მანამდე კი იყო “რაიო ვალეკანოს”, მადრიდის “რეალი ბ”-ის, , ესპანეთის 19, 20 და 21-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელი.
სამწვრთნელო ტიტულებს რაც შეეხება, ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, შემდეგ კი იგივე გაიმეორა 21-წლამდელთა თავკაცის რანგში.
ხულიენ ლოპეტეგი მეკარე გახლდათ და უთამაშია როგორც “რეალში”, ასევე “ბარსელონაშიც”. ის ბასკი გახლავთ, 18 წლის ასაკში გადავიდა “კასტილიაში” და იქიდან დაწინაურდა “რეალში”, სადაც კარიერა ვერ აეწყო (ფრანჩესკო ბუიოს დუბლიორი გახლდათ). მერე იყო “ლოგრონიესი”, “ბარსელონა” და ბოლოს “რაიო ვალეკანო”.
ლოპეტეგს ნათამაშევი აქვს თბილისში, კერძოდ, ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრებში. ეს 1985 წელს, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, როცა ესპანეთი ფინალში გავიდა და ფინალში ბრაზილიასთან წააგო.
რთული მისია დაეკისრა ამ მწვრთნელს: ესპანეთი ისევ მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებს შორის უნდა დააბრუნოს. “ფურია როხას” ბოლო ორი დიდი ტურნირი ჩაუვარდა, მანმადე კი რა ფანტასტიკური წლები ჰქონდა, აღარ დავკონკრეტდებით, რადგან ყველამ იცის. მოკლედ, დასრულდა ვისენტე დელ ბოსკეს რვაწლიანი ეპოქა ესპანეთის ნაკრებში.









