ფეხბურთი

21:46 | 21.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" მაიორალი "ვოლფსბურგში" გაანათხოვრა

ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ბორხა მაიორალი ერთწლიანი იჯარის წესით "ვოლფსბურგში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია "სამეფო კლუბის" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

მაიორალი გასულ სეზონში მთავარ და სარეზერვო გუნდებში თამაშობდა. ლა ლიგაში თავდამსხმელმა 6 მატჩი ჩაატარა და "ლევანტესთან" საგოლე გადაცემა შეასრულა. უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე კი 7 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.1708