კალათბურთი

0:44 | 24.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

20-წლამდელები ბოსნიასთან დამარცხდნენ და მე-7 ადგილისთვის დიდ ბრიტანეთს შეხვდებიან

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მე-7 ადგილისთვის იბრძოლებს.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი 23 ივლისს საკვალიფიკაციო მატჩში ბოსნიასთან 49:89 დამარცხდა და მეორე წყვილში წაგებულ დიდ ბრიტანეთს მე-7 ადგილისთვის შეხვდება.

საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია დავით ლომიძეს, საუკეთესო შედეგი კი ლევან მასხულიამ დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. 14 ქულა ჰქონდა მაიზერ რევაზაშვილსაც. 5-5 ქულა ლუკა გიორგაძემ და ვილი ისიანმა მიითვალეს.

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მატჩი მე-7 ადგილისთვის 24 ივლისს, 17:00 საათზე გაიმართება.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.18575