33 წლის მძკიმე ფორვარდმა ამარე სტაუდემაიერმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაშიკარიერა დაასრულა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. თ წყაროს ცნობით, ამარეს შემოთავაზებები ჩინეთის და ისრაელის კლუბებიდან აქვს და შესაძლოა ფორვარდმა თამაში იქ გააგრძელოს.
ამარემ კარიერა “ფინიქს სანსში” 2002 წელს დაიწყო, სადაც 2010 წლამდე თამაშობდა, შემდეგ იყო “ნიუ იორკ ნიქსი”, “დალას მავერიკსი” და ბოლოს “მაიამი ჰიტი”. სტაუდემაიერი 6-გზის “ოლ სტარის” მონაწილეა. კარიერის მანძილზე ფორვარდი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 18.9 ქულას და 7.8 მოხსნას აკეთებდა.







