კალათბურთი

23:03 | 27.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლაკოვიჩმა კარიერა დაასრულა

38 წლის სლოვენიელმა კალათბურთელმა იაკა ლაკოვიჩმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ლაკოვიჩმა “ბარსელონას” მაისურით 2010 წელს ევროლიგა მოიგო, ესპანეთის ჩემპიონატში კი 5-ჯერ უმარჯვია.

ამას გარდა, იაკას “პანათინაიკოსის” რიგებში საბერძნეთის ჩემპიონატი 4-ჯერ მოუგია, სლოვენიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად კი, 1998 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.

გასულ სეზონში ლაკოვიჩი “ბარსელონა B”-ს ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095694