ჩერნოგორიის ნაკრების ცენტრი მარკო ტოდოროვიჩი (სიმაღლე 2.10 მ.), რომელსაც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ქართველი კალათბურთელების წინააღმდეგ თამაშიც მოუწევს, რუსულ “ხიმკის” უბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის კალათბურთელმა გასული სეზონი სწორედ ხიმკელთა რიგებში დაიწყო, შემდეგ ესპანურ “ბილბაოში” გაანათხოვრეს, ახლა კი, ისევ რუსულ კლუბის მაისურს მოირგებს.









