ფეხბურთი

11:16 | 3.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციიდან 94 თანამშრომელი დაითხოვეს

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის 94 თანამშრომელი უმუშევარი დარჩა. ამის მიზეზად ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მიღებული უსაფრთხოების ზომები სახელდება. Associated Press-ის ცნობით, გათავისუფლებულთა შორის არიან მსაჯებიც. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოსტები დატოვეს ფედერაციის მმართველებმაც.

თურქეთში რამდენიმე კვირის წინ მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყნის უსაფრთოებიდან გამომდინარე სხვადასხვა სფეროს ათასობით ადამიანი გაათავისუფლეს ან პასუხისგებაში მისცეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100105