იტალიის სერია ბ-ის “პერუჯას” ლევან მჭედლიძის გადაბირება სურს. ამის შესახებ იტალიური საიტები იუწყებიან. ჯერჯერობით, საქმე ინტერესს არ გასცდენია და ვნახოთ, თუ რაიმე შეიცვლება.
ლევან მჭედლიძეს “ემპოლიში” მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, რაც გარკვეულწილად ხშირი ტრავმიანობითაც არის გამოწვეული.
“პერუჯამ” გასული სეზონი მე-19 ადგილზე დაასრულა. ცნობილი ფეხბურთელებიც ჰყავს, თუმცა ისინი ასაკში არიან: მატეო ბრიგი და როლანდო ბიანკი.









