ჩოგბურთი

21:35 | 11.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი მეოთხედფინალშია

“დიდი სლემის” 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი რიოს ოლიმპიადის 1/4-ფინალში გავიდა. ესპანელმა მერვედფინალში ფრანგ ჟილ სიმონს 7:6, 6:3 აჯობა. პირველ სეტში ტაი-ბრეიკზე რაფამ 7:5 იმარჯვა, ხოლო მეორე პარტიაში ნადალი 4:0 დაწინაურდა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

მეოთხედფინალში რაფა ბრაზილიელ ტომაზ ბელუჩის შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ესპანელი ბელუჩის 5:0-ს ამარცხებს. შეხვედრა 12 აგვისტოს თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089525