კალათბურთი

15:36 | 12.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტუნ ვან ჰელფტერენი: "ჰოლანდიასთან მატჩს ქართველები რევანშის თვალით უყურებენ"

დღეს, 17:30 საათზე, უკრიანისა და რუსეთის მატჩით სტარტს აიღებს თბილისის მერიის თასის გათამაშება, ხოლო 20:00 საათზე საქართველოს ჰოლანდიას შეხვდება. მატჩის დღეს ქართველებმა დაისვენეს, ჰოლანდიელებმა კი სპორტის სასახლესი ივარჯიშეს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელმა ტუნ ვან ჰელფტერენმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან ისაუბრა:

"ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ვიმყოფებით თბილისში და ვმონაწილეობთ ამ ტურნირში. მოსამზადებელი კუთხით ძალიან სასარგებლო იქნება ისეთ ძლიერ ნაკრებებთან თამაში, როგორებიც რუსეთი, უკრაინა და რა თქმა უნდა, საქართველო არიან. ქართველებთან ჩვენ ბოლოს გასულ წელს, ზაგრებში, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშეთ. ეს იყო განსაკუთრებული მატჩი, რომელშიც 1 ქულით გავიმარჯვეთ. ჩვენ კი მოგებისთვის ვთამაშობდით და ეს შევძელით კიდეც, თუმცა საქართველოსთვის წაგება ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო და ჩვენს დღევანდელ მატჩს ერთგვარი რევანშის თვალით უყურებთ.

- ჩვენთვის ესაა მეორე ამხანაგური ტურნირი. წინა კვირაში პოლონეთში ვიმყოფებოდით და საკონტროლო მატჩები ჩავატარეთ. თბილისშიც 3 საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან მოგვიწევს თამაში და მთავარია, ტრავმებს მოვერიდოთ. ჩვენ დღეს 11 კალათბურთელი გვეყოლება განაცხდში. მე-12-ეს ტრავმა აწუხებს, თუმცა ხვალ განაცხადში იქნება" - განაცხადა ჰოლანდიელთა თავკაცმა.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.107454