12 აგვისტოს, საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ეროვნულმა ნაკრებმა ლაგოდეხის ბაზაზე სომეხ თანატოლებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. ქართველებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს.
ანგარიში 53-ე წუთზე ირინა ხაბურძანიამ გახსნა, მეორე გოლი კი 89-ე წუთზე ელენა რაუხის ანგარიშზეა. შეგახსენებთ, რომ პირველი ამხანაგური მატჩიც გივი კვარაცხელიას გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
საქართველო ქ U19 - სომხეთი ქ U19 2:0 (0:0)
საქართველო ქ U19: გაბუნია, კალანდაძე, ჩხარტიშვილი, ჯანიკაშვილი (46’ რაუხი), დ. ანთაძე, შახკულიანი, შონია (70’ ეპიტაშვილი), ხაბურძანია, დოლიძე, ნარსია (80’ რაუხი), კირვალიძე
მწვრთნელი: გივი კვარაცხელია
გოლი: 1:0 ხაბურძანია (53), 2:0 რაუხი (89)
გაფრთხილება: 17’ ხაბურძანია, 31’ სახინოვა, 40’ დ. ანთაძე, 70’ ანტონიანი
სფფ-ის პრესსამსახური









