ფეხბურთი

12:51 | 14.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერმა” ჩემპიონის რანგში ანტირეკორდი დაამყარა

ინგლისის პრემიერლიგაში მოქმედმა ჩემპიონმა “ლესტერმა” ანტირეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ “მელიებმა” ახალი სეზონის პირველსავე ტურში წააგო “ჰალ სიტისთან” (1:2) და ასეთი რამ ინგლისის ჩემპიონატში 1989 წლის მერე არ მომხდარა.

ბოლოს მოქმედი ჩემპიონის რანგში 1989-1990 წლების სეზონის სტარტზე ლონდონის “არსენალმა” წააგო, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედთან” 1:4 განადგურდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.093619