ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ცინცინატიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 804 000 დოლარი) წყვილთა ბადეში წარმატებული სტარტი აიღო.
კალაშნიკოვამ და არგენტინელმა მარია ირიგოენმა უკრაინელ დებ – ლიუდმილა და ნადია კიჩენოკებთან დიდი ბრძოლა გადაიტანეს და საბოლოოდ, 6:4, 2:6, 10:3 იმარჯვეს.
ოქსანამ და მარიამ მერვედფინალში გასვლის წყალობით 105-105 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს, იქ კი, მე-2 ნომრად განთესილ ტაივანურ წყვილს (ჰაო-ჩინ ჩანი/იუნ-იან ჩანი) გაეჯიბრებიან.









