იტალიის ჩემპიონატმა გუშინ სტარტი “რომასა” და “უდინეზეს” მატჩით აიღო, სადაც უშუალოდ იტალიელებისთვის მეტად არასასიამოვნო რამ დაფიქსირდა. საქმე ისაა, რომ მოედანზე პირველი წუთიდან გასული 22 ფეხბურთელიდან ერთადერთი გახლდათ იტალიელი (სტეფან ელ შაარავი), ხოლო დანარჩენი 21 – უცხოელი.
სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება “გაძეტა დელო სპორტმა” – გამოცემამ დაწერა, რომ იტალიურ ფეხბურთში არაფერი შეცვლილა და თუ ასე გარძელდა, კალჩოს კრიზისიდან გამოყვანა თითქმის შეუძლებელიც კი გახდებაო...
საინტერესოა ისიც, რომ გარდა სასტარტოებისა, სათადარიგო შემადგენლობასაც თუ მივათვლით, ამ მატჩში სკამზე სულ რაღაც 7 იტალიელი იჯდა...









