1996 წლიდან მოყოლებული ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე დაუმარცხებელია. აშშ-მ რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადის ფინალში ესპანეთი 101:72 გაანადგურა და ზედიზედ მეექვსედ გახდა გამარჯვებული. ასევე ატლანტის ოლიმპიადის შემდეგ, ამერიკელებს ერთი წაგებაც კი არ აქვთ.
მესამე ადგილზე სერბეთის ქალთა ნაკრები გავიდა. ბალკანელებმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში საფრანგეთი 70:63 დაამარცხეს.
დღეს, მამაკაცთა შორის ავსტრალიის და ესპანეთის ნაკრებები ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ და მატჩი 18:30 საათზე დაიწყება. ფინალში კი "დრიმ თიმი" სერბეთს შეხვდება და ზედეზედ მესამედ შეეცდება ოქროს მედლის მოგებას.







