ავტოსპორტი

0:51 | 23.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალონსოს ფ1-ის წესები არ მოსწონს და ლე მანზე ფიქრობს

„მაკლარენ-ჰონდას“ პილოტი ფერნანდო ალონსო უკმაყოფილოა თანამედროვე ფორმულა 1-ის „ანტი-სარბოლო“ წესებით და ამბობს, რომ თუ მომავალი სეზონიდან სიტუაცია არ გამოსწორდა, ის სერიოზულად დაფიქრდება დიდი პრიზების ცირკიდან წასვლაზე.

„ბევრი რამ არ მომწონს: ჩვენ ვერ ვახერხებთ ავტომობილების რეზლურ ზღვარზე მართვას; ჩვენ ვერ ვახერხებთ ისე შეტევას, როგორც გვინდა, რადგან ამის საშუალებას საბურავები არ გვაძლევს. თუ მეტისმეტად მძაფრად შეუტევ, ისინი გადახურდება და მაშინვე ჩაჭიდებას კარგავ. თუ ძრავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებ, საწვავის გადახარჯვა გემუქრება. თუ თანამედროვე ფ1-ში გინდა, რომ სწრაფი იყო, ბევრჯერ არ უნდა შეუტიო. ეს მრბოლების ინსტინქტების საწინააღმდეგოა. ამიტომაა, რომ ახლანდელი მანქანები, სხვა პერიოდების მანქანებთან შედარებით, არც ისე სასიამოვნო სამრთავია. ადრე ტექნიკური რეგლამენტი განსხვავებული იყო. ამ ყველაფრის გამო, ძალიან უკმაყოფილო ვარ“, - ამბობს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი.

ესპანელი პილოტი ასევე დასძენს, რომ ადრინდელი მანქანები პილოტებისგან მეტ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვდა: „მე არ ვამბობ, რომ ახლანდელი მანქანები უფრო ადვილი სამართავია. მაგრამ ფიზიკური დატვირთვის თვალსაზრისით, ასეა. ასევე ძნელია ამ მანქანების რეალური შესაძლებლობების ზღვარის მიგნება. ასეა, რადგან ადრე, როცა მოსახვევს მაქსიმალურად უტევდი, შუაში სიჩქარე იმდენად დიდი იყო, რომ გარკვეულწილად, მანქანაზე მინდობაც გიწევდა. გქონდა იმის ნდობა, რომ ის ასე გავლას შეძლებდა. როცა ჩაჭიდება შემცირებულია, მისი ლიმიტის პოვნაც გაადვილებულია“.

გარდა ამისა, ალონსო დასძენს, რომ ადრე, სულ რაღაც 10 წრის შემდეგ, ძალების აღსადგენად ორსაათიანი მასაჟი იყო საჭირო, ახლა კი, 150 წრეს გაივლი და ბოლოს შეიძლება ოდნავ გაიოფლო. ალონსო არ მალავს, რომ ფ1-ის დატოვებაზე დაფიქრდება, თუ ახალი რეგლამენტი, ფ1-ის ბოლიდებს ძველებურად სასიამოვნოდ სამართავს არ გახდის. ამ შემთხვევისთვის, მას ორი ვარიანტი აქვს - ლე მანის 24 საათი და ინდიანაპოლისის 500 მილი.

„თუ ფ1 სხვა გზით არ წავა, მაშინ წასვლაზე და ალტერნატივებზე დავფიქრდები. ლე მანი ყველაზე რეალური ვარიანტია კარიერის გაგრძელებისთვის, რადგან მართვის ჩემს სტილს შეეფერება. ინდი 500 მიმზიდველი სანახავია და ეს რადიკალური ცვლილება იქნება, რის გამოც სრულიად განსხვავებული სარბოლო სტილის და განსხვავებულად აზროვნების ათვისება მომიწევს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამისთვის მზად ვარ. როცა ფ1-ში ჩემპიონი ხარ, სულ ორი გზა გრჩება კარიერის გასაგრძელებლად, რადგან პრესტიჟულობის მხრივ, ისინი ფ1-ის ექვივალენტურებია: ლე მანის 24 საათი და ინდიანაპოლისის 500“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08909