ისტორია

20:28 | 25.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მესი სეზონის საუკეთესო გოლის ავტორია (+VIDEO)

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი უეფას 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა. სამხრეთამერიკელმა აღნიშნული გოლი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "რომასთან" მოგებულ (6:1) მატჩში გაიტანა. გოლის ეპიზოდში "ბარსელონას" ფეხბურთელები ბურთს 29-ჯერ შეეხნენ, აქედან მესი 6-ჯერ, ნეიმარი 4-ჯერ, ხოლო სუარესი 2-ჯერ და საბოლოოდ არგენტინელმა გოლი გაიტანა.

მესიმ აღნიშნული ტიტულისთვის გულშემატკივრების ხმების 34% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა პორტუგალიელი რიკარდინიო, რომელმაც გოლი ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე გაიტანა, ხოლო მესამე პოზიცია ევრო 2016-ზე ჯერდან შაქირის მაკრატელათი გატანილმა გოლმა დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101962