ავტოსპორტი

23:51 | 27.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

როსბერგი სპას პოულზე

ზაფხულის არდადეგების შემდეგ, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატი ბელგიის სპაზე განახლდა. საკვალიფიკაციო რბოლაში ნიკო როსბერგმა გაიმარჯვა, რომელმაც საკმარისად სწრაფი წრე შეასრულა იმისათვის, რომ პოულიდან სტარტის აღების უფლება მოიპოვებინა.

იმ დროს, როცა კვალიფიკაციაში მას მეტოქედ არ ჰყავდა ჩემპიონატის ლიდერი ლუის ჰამილტონი, ყველაზე ახლო დრო „რედ ბულის“ მაქს ფერსტაპენმა დააფიქსირა. 7-კილომეტრიან ტრეკზე, ჰოლანდიელი თინეიჯერი პოულის დროს მხოლოდ 0.149 წამით ჩამორჩა. როსბერგთან მხოლოდ 0.166-წამიან ჩამორჩენა ჰქონდა „ფერარის“ კიმი რაიკონენს, რომელმაც ნარბოლევს განაცხადა, ბოლო მოსახვევში დაშვებული შეცდომა რომ არა, პოულზე ვიქნებოდიო.

„კვალიფიკაციამდე ძალიან ბევრი სირთულე გამოვიარეთ. მესამე პრაქტიკის დროს, ტემპიდან ამოვარდნილი ვიყავი. მაგრამ საქმეს დროულად გავართვით თავი და სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ“, - განაცხადა როსბერგმა, ვისაც მესამე თავისუფალ პრაქტიკაზე მხოლოდ მე-7 დრო ჰქონდა.

სპაზე მოპოვებული პოული გერმანელი პილოტისთვის კარიერაში 28-ეა, ამ სეზონში კი მე-6 და ზედზედ მესამე. ამასთან, ბოლო 51 რბოლაში „მერსედესის“ პილოტებმა 48-ე კვალიფიკაცია მოიგეს. სამქიმიანების პილოტებმა ამ სეზონში ერთის გარდა, ყველა რბოლა მოწინავე პოზიციიდან დაიწყეს.

რაც შეეხება ჰამილტონს, მას კვალიფიკაციის დასაწყისშივე, სწრაფი წრის გავლა არც უცდია. ამის მიზეზი ისაა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, სტარტზე ბოლო პოზიციაზე დადგომა მოუწევს. მიზეზი ძალური დანდგარის შეცვლაა, რომლის გამოც, ჯარიმის სახით, სტარტზე 55 ადგილით უკან დაწევა უწევს. ამიტომ, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ნელ ტემპში მხოლოდ რამდენიმე წრე გაიარა და ბოქსებს დაუბრუნდა.

ჰამილტონს ბოლო შვიდ რბოლაში ექვსი გამარჯვება აქვს მოპოვებული და ჩემპიონატის კლასიფიკაციაში 19 ქულას უგებს როსბერგს, რომელიც სეზონის დაწყებიდან, კარგა ხანს დამაჯერებლად ლიდერობდა. მას კარიერაში 49 რბოლა აქვს მოგებული და როგორც ჩანს, სპაზე 50-ს მოგების იმედი არ უნდა ჰქონდეს. უფრო მეტიც, მისი თქმით, ათეულში შესვლაც ძნელი იქნებაო.

ძრავის გამო, კვალიფიკაციაზე დროის დაფიქსირებაც კი ვერ მოასწრო ფერნანდო ალონსომ. მის „მაკლარენზე“ „ჰონდას“ ძრავის ტურბინის გაგრილების სისტემა ჯერ კიდევ მესამე პრაქტიკის დროს გაჭირვეულდა. გუნდმა პრობლემის მოგვარება სცადა, მაგრამ პრობლემა განმეორდა. მოგვიანებით, „ჰონდამ“ აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, როცა კვალიფიკაციისთვის ძრავი არ გამოცვალა.

ბელგიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:46.744
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:46.893
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:46.910
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:47.108
  5. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:47.216
  6. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:47.407
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:47.543
  8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:47.612
  9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:48.114
  10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:48.263

- - - - - - - - - -

  1. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:48.316
  2. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:48.485
  3. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:48.598
  4. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:48.888
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:49.038
  6. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:49.320

- - - - - - - - - -

  1. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:48.949
  2. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, მენორი) 1:49.050
  3. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:49.058
  4. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:49.071
  5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:50.033
  6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) დროის გარეშე
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16464