ფეხბურთი

23:34 | 2.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

აგუეროს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს (+VIDEO)

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელ სერხიო აგუეროს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა "ვესტ ჰემის" მოთამაშეს უინსტონ რეიდს იდაყვი სახეში ჩაარტყა. ეს მომენტი მატჩის მსაჯებს გამორჩათ, თუმცა ვიდეო გამეორებამ უხეშობა დააფიქსირა. "ჩაქუჩებთან" დაპირისპირება "ქალაქელებმა" 3:1 მოიგეს.

შესაბამისად, აგუერო მანჩესტერულ დერბის, კიდევ ერთ პრემიერლიგის მატჩს "ბორნმუთთან" და "სუონსთან" გასამართ ლიგის თასის მატჩს გამოტოვებს. სერხიომ ინგლისის ჩემპიონატში სამი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093867