საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მოთამაშემ ბესიკ ლეჟავამ შესაძლოა 7 სექტემბერს ჩერნოგორიასთან მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს. სლოვაკეთთან მოგებულ (94:63) ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მატჩის მეორე მეოთხედის ბოლო წუთზე სლოვაკი ბორის ბოიანოვსკი ზაზა ფაჩულიაზე გადამეტებული უხეშობის გამო არასპორტულად დააჯარიმდა. ამ ფაქტს კონფლიქტი მოყვა და გამოქომაგებისთვის ბესიკ ლეჟავა მსაჯმა დიკვალიფიკაციით დასაჯა.
ასევე თამაშის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს კონფლიქტში ჩარეულ ვიქტორ სანიკიძეს, რომელიც ინციდენტის დროს სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე შევიდა. როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ვიქტორი ჩერნოგორიასთან გასამართ მატჩში, მიუხედავად დისკვალიფიკაციისა, მონაწილეობას მიიღებს, ხოლო ლეჟავას საქმეს ფიბას შესაბამისი კომისია გადაწყვეტს.







