ლუის ჰამილტონი ძნელი შესაჩერებელია! განსაკუთრებით მაშინ, როცა ტექნიკა ხელს უწყობს. ასეა მონცას ავტოდრომზეც, სადაც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ზედიზედ მესამედ მოიპოვა პოული და იმ რბოლას, რომელშიც თავის კარიერაში 50-ე გამარჯვებას აპირებს, მოწინავე პოზიციიდან დაიწყებს. ეს იქნება მონცაზე მისი ზედიზედ მესამე, სულ კი მეხუთე გამარჯვება. საინტერესოა, რომ მონცაზე ჰამილტონს უკვე ხუთი პოული აქვს, რითაც ხუან მანუელ ფანხიოს და აირტონ სენას მიღწევა გაიმეორა.
„ძალიან გახარებული ვარ. ვამაყობ, რომ ფანხიოს და სენას მიღწევები გავიმეორე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე რაიმე კონტექსტში, ამ ორი ლეგენდარული მრბოლის გატოლებას შევძლებდი“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც 0.478 წამით აჯობა თანაგუნდელსა და მთავარ კონკურენტ ნიკო როსბერგს, ვისაც ჩემპიონატში 9 ქულას უგებს.
მეორე რიგს „ფერარის“ პილოტები დაიკავებენ, რომლებმაც პოულიდან წამის ფარგლებში დააფიქსირეს დროები. მესამე სებასტიან ფეტელია, მეოთხე კი - კიმი რაიკონენი. მეხუთე დრო კი „უილიამსის“ ვალტერი ბოტასს დარჩა, რომელმაც „რედ ბულის“ ორივე პილოტი ჩამოიტოვა.
სენსაცია შემოგვთავაზა დებიუტანტ „ჰაასის“ მექსიკელმა ესტებან გუტიერესმა, ვინც ათეულში შესვლა შეძლო და იქ ადგილი არ დაუთმო ფელიპე მასას, რომელმაც ახლახანს, ფ1-დან წასვლა დააანონსა. სამაგიეროდ, კვლავ ათეულში არიან „ფორს ინდიას“ პილოტები. და ასევე ყურადღებას იმსახურებს პასკალ ვერლაინი, რომელმაც ისევ შეძლო კვალიფიკაციის პირველი ეტაპის გავლა და საბოლოოდ, მე-14 შედეგს დასჯერდა.
იტალიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:21.135
- ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:21.613
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:21.972
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:22.065
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:22.388
- დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:22.389
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:22.411
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:22.814
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:22.836
- ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:23.184
- - - - - - - - - - - ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:22.967
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:23.092
13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:23.273 - პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:23.315
- ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:23.399
16. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:23.496
- - - - - - - - - -
- დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:23.825
- ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:23.956
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:24.087
- ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:24.230
- კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:24.436
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, მენორი) დროის გარეშე









