ჩოგბურთი

15:47 | 4.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძემ ბათუმის ტურნირზე იმარჯვა

18 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ბათუმი 10-ათასიანი ტურნირი მოიგო. როგორც უკვე ვიუწყებოდით, მარიამი ფინალში იყო გასული, სადაც მე-7 ნომრად განთესილ რუს ალეკსანდრა პოსპელოვას 6:4, 7:6 (10:8) სძლია. შეგახსენებთ, რომ თავად ქართველ ჩოგბურთელს ტურნირზე მე-3 განთესვა გააჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლქვაძე მე-2 ტიტულთანაც ახლოს იყო და წყვილთა ტურნირის მოგებამდე 1 ნაბიჯი დააკლდა. ფინალურ მატჩში მარიამი და კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი თათია მიქაძე უკრაინელ ალიომა ფომინასთან და რუს მარგარიტა ლაზარევასთან 4:6, 3:6 დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092778