კალათბურთი

15:20 | 4.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

რადონჩიჩი: "საქართველოდან გამარჯვებულები დავბრუნდებით"

ჩერნოგორიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ფორვარდმა დინო რადონჩიჩმა ალბანეთთან მოგებული ევრობასკეტის შესარჩევი მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსთან მის გუნდს მძიმე დაპირისპირება ელის, თუმცა ჩერნოგირია შინ გამარჯვებული დაბრუნდებაო.

"დაცვაშიც და თავდასხმაშიც კარგად ვითამაშეთ. ბოლოსკენ მოვეშვით, თუმცა დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. მომდევნო მატჩი თბილისში გველის, გულშემატკივრებით სავსე დარბაზში მაღალი დონის გუნდთან და საბრძოლველად მზად ვართ. გვჯერა, რომ თუ ისე ვითამაშებთ, როგორც წინა ორ შეხვედრაში, საქართველოდან გამარჯვებულები დავბრუნდებით." - განუცხადა ჩერნოგირიის კალათბურთის ფედრაციის ოფიციალურ ვებგვერდს 17 წლის მოთამაშემ, რომელმაც გასულ მატჩში 8 ქულა მიითვალა.

საქართველოს და ჩერნოგორიის დაპირისპირება 7 სექტემბერს სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.133937