საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების დამრიგებელი ვენსან კოლე გუნდში 2019 წლამდე დარჩება. ფრანგული პრესის ცნობით, ქვეყნის კალათბურთის ფედერაცია მისი მუშაობით კმაყოფილია და მწვრთნელს კონტრაქტის გაგრძელებას სთავაზობს, რის შესახებაც ოფიციალური განცხადება მომავალ კვირას გაკეთდება. არადა, ბოლო ტურნირზე კოლეს გუნდს კარგი შედეგი ნამდვილად არ ჰქონია. რიო-2016-ის მეოთხედფინალში საფრანგეთი ესპანეთთან 67:92 განადგურდა.







