საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის მატჩში მონტენეგროს ანგარიშით 42:40 ამარცხებს. ილიას ზუროსის შეგირდებმა პირველი მეოთხედი 25:19 მოიგეს. მეორე ათწუთეულში კი ბოგდან ტანიევიჩის გუნდი უფრო კარგად გამოიყურებოდა და მეოთხედი 4 ქულით 21:17 მოიგო.
საქართველოს რიგებში საუკეთესო გახლდათ კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელმაც 12 ქულასთან ერთად 5 მოხნა მიითვალა. მეტოქის გუნდიდან კი საუკეთესო ნიკოლა ვუჩევიჩი (9 ქულა) იყო. ასევე ქართველთაგან გამოსარჩევი იყო თორნიკე შენგელიას თამაში (9ქულა, 4 მოხსნა).







