მადრიდის “რეალის” შემტევი კრიშტიანუ რონალდუ ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ მოედანს “ოსასუნასთან” ლა ლიგის უახლოესი ტურის მატჩში დაუბრუნდება.
“აღარაფერი მაწუხებს და სრულ მზადყოფნაში ვარ. დიახ, “ოსასუნასთან” ვითამაშებ” - ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს გამოცემა AS-ი.
“რეალისა” და “ოსასუნას” შეხვედრა 10 სექტემბერს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ ტრავმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში მიიღო და მას შემდეგ მკურნალობდა. შესაბამისად, ფეხბურთელს ახალ სეზონში არც "სამეფო კლუბისა" და არც პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჯერ არ უთამაშია.







