ფეხბურთი

21:45 | 17.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

"სიტის" საიუბილეო მატჩი და პეპის 100%-იანი შედეგი (+VIDEO)

"მანჩესტერ სიტისთვის" "ეტიჰად სთედიუმზე" "ბორნმუთთან" მოგებული მატჩი 250-ე გახლდათ. პრემიერლიგის მეხუთე ტურში "ქალაქელებმა" მოწინააღმდეგე 4:0 დაამარცხეს და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერები გახლდნენ. აღნიშნულ სტადიონზე გადასვლის შემდეგ, 2003 წლიდან მოყოლებული, "სიტიმ" 153 შეხვედრა მოიგო, 45 ფრედ დაასრულა, ხოლო გულშემატკივრების წინაშე 51 მატჩში დამარცხდა.

"ბორნმუთთან" მატჩში გოლები კელეჩი იჰეანაჩომ, კევინ დე ბრუინმა, ილქაი გიუნდოგანმა და რაჰიმ სტერლინგმა გაიტანეს. გერმანელისთვის "სიტის" რიგებში ეს პირველი გოლია. ასევე, ბელგიელმა "ქალაქელების" მაისურით 48 მატჩი ჩაატარა და 33 გოლში ფიგურირებდა (18 გოლი, 15 საგ. გადაცემა). იჰეანაჩომ კი პრემიერლიგის მატჩებში კარის მიმართულებით ბურთი 14-ჯერ გაუშვა და 10 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონი გუნდს ჩინებული აქვს. პეპ გვარდიოლას შეგირდებმა ზედიზედ რვა მატჩი მოიგეს, მეტოქეები 25-ჯერ დაამწუხრეს, ხოლო "სიტის" კარი ოთხჯერ დალაშქრეს. ესპანელის გუნდი პრემიერლიგას 15 ქულით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165988