"ევერტონმა" შინ "მიდლსბრო" ინგლისის ჩემპიონატის მეხუთე ტურში 3:1 დაამარცხა. რონალდ კუმანიშ შეგირდებს 13 ქულა გააჩნიათ და მხოლოდ 100%-იან "მანჩესტერ სიტის" ჩამოუვარდებიან. ლივერპულელების მხრიდან გოლები გარეტ ბარიმ, სიმუს კოლემანმა და რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს.
გარეტისთვის ეს გახლდათ მე-600 პრემიერლიგის მატჩი და ჩემპიონატში ყველაზე მეტი ჩატარებული შეხვედრების რეიტინგში ბარი მხოლოდ რაიან გიგზს და ფრენკ ლამპარდს ჩამოუვარდება. "ევერტონმა" კი 1978/79 წლების სეზონის შემდეგ, პირველად მოახერხა სასტარტო 5 შეხვედრიდან ოთხის მოგება.





