ავტოსპორტი

21:08 | 18.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძნელი მერვე ადგილი სინგაპურში

დათა ქაჯაიასთვის რთული გამოდგა TCR-ის საერთაშორისო სერიის სინგაპურის ეტაპი, რომლის კვალიფიკაციასა და ორივე რბოლაში, ქართველ მრბოლს მეტოქეებზე მეტად, თავის ცუდად მომართულ სარბოლო „ფოლკსვაგენ გოლფთან“ უწევდა ბრძოლა. პირველი რბოლის დასრულება მან ვერ შეძლო, მეორეზე კი, ყველაფრის მიუხედავად, ქულების აღება მოახერხა.

სინგაპურის რბოლა ფორმულა ერთის სინგაპურის დიდი პრიზის მხარდაჭერის რბოლის რანგში გაიმართა. იქაური მარინა ბეის ავტოდრომი მეტწილად ქალაქის ქუჩებში გადის და მონაკოს მსგავსად, შედარებით ნელია. ამიტომ, იქ რბოლისთვის, მანქანებს ბურირამის საშუალოზე სწრაფი ტრასისგან განსხვავებული მომართვა სჭირდება. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალინ დიდი მნიშვნელობა აქვს კვალიფიკაციას, რადგან რბოლისას გასწრება ორმაგად გართულებულია.

ქაჯაიას გუნდ „ენგსტლერის“ მთავარი სისუსტე სწორედ კვალიფიკაციისთვის კარგად მომზადებაა, რაც სინგაპურშიც დადასტურდა. ქართველ მრბოლს ათეულში შეღწევისთვის არანაირი შანსი არ მიეცა. უფრო მეტიც, ტრასის ლიმიტის დარღვევისთვის, სტუარდებმა დათა 6 ადგილით უკან, მე-16 ადგილამდე დასწიეს. სხვათა შორის, ჩვენებურის გარდა, მსგავსი ჯარიმა კიდევ 11 პილოტს გამოუწერეს. ოღონდ, ზოგმა 3 წრე დაკარგა, ზოგმა დათასავით 6.

პირველ რბოლაში დათამ სამი პოზიციით წინ წაწევა შეძლო, მაგრამ მერვე წრეზე, ტექნიკური პრობლემის გამო გაჩერებამ მოუწია. ფინიშს ვერც ქაჯაიას ახალმა თანაგუნდელმა, მაკაოელმა ფილიპე დე სოუზამ მიაღწია. ეს იმ დროს, როცა მსგავსი „ფოლკსვაგენ გოლფით“ მოასპარეზე „ლეოპარდის“ პილოტებმა, ჟან-კარლ ვერნიმ და სტეფანო კომინიმ პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.

ცუდი სასტარტო პოზიციის გამო, არც მეორე რბოლა იძლეოდა უკეთესი შედეგის იმედს. თუმცა დათას უბრძოლველად დანებება არ სჩვევია და მანაც საკუთარი მანქანიდან მაქსიმუმი გამოწურა. რბოლის დროს, მომხდარი ინციდნტების გამო, ტრასაზე ორჯერ გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა, რომელმაც პელოტონი ფინიშთან ერთი წრით ადრე (10-ის ნაცვლად, 9 წრე) მიაცილა. საბოლოოდ დათამ მერვე ადგილამდ გაიუმჯობესა პოზიცია და 4 ქულა შემატა თავის მონგარს.

განვლილი 9 ეტაპის და 18 რბოლის შემდგ, დათას 79 ქულა აქვს და კლასიფიკაციაში მე-10 ადგილი უკავია. სეზონის დასრულებამდე სულ ორი ეტაპიღა დარჩა. 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს, რბოლებს მალაიზიის სეპანგი უმასპინძლებს, სადაც იმავდროულად, ფ1-ის რბოლაც გაიმართება, ბოლო ეტაპი კი 20 ნოემბერს მაკაოში გაიმრთება.

სინგაპური

1-ლი რბოლა (10 წრე)

  1. ჟან-კარლ ვერნი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 24:33.044
  2. სტეფანო კომინი (შვეიცარია, ფოლკსვაგენი) +3.132
  3. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) 7.101
  4. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, სეატი) 9.688
  5. ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, სეატი) 11.570
  6. სერგეი აფანასიევი (რუსეთი, სეატი) 12.589
  7. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, სეატი) 13.489
  8. კევინ გლისონი (აშშ, ჰონდა) 15.735
  9. ატილა ტაში (უნგრეთი, სეატი) 17.835
  10. ჯანი მორბიდელი (იტალია, ჰონდა) 18.264
  11. მიხაილ გრაჩოვი (რუსეთი, ჰონდა) 18.873
  12. ხორდი ორიოლა (ესპანეთი, ოპელი) 42.029
  13. მარტინ ჩაო (ჩინეთი, ფორდი) 49.246
  14. რაფაელ გალიანა (საფრანგეთი, ჰონდა) 88.099
  15. ნერიკ ვეი (ჩინეთი, ფოლკსვაგენი) 139.332

16გ. ლორის ჰეზემანსი (ჰოლანდია, სეატი) 2 წრე

17გ. დავით ქაჯაია (საქართველო, ფოლკსვაგენი) 3 წრე

18გ. დუგლას ხოო (მალაიზია, სეატი) 4 წრე

19გ. პეტერ ფულინი (ჩეხეთი, ალფა რომეო) 4 წრე

20გ. ფილიპე დე სოუზა (მაკაო, ფოლკსვაგენი) 5 წრე

მე-2 რბოლა (9 წრე)

  1. მიხაილ გრაჩოვი (რუსეთი, ჰონდა) 25:55217
  2. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, სეატი) +0.456
  3. ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, სეატი) 0.751
  4. სტეფანო კომინი (შვეიცარია, ფოლკსვაგენი) 0.903
  5. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, სეატი) 1.423
  6. ჟან-კარლ ვერნი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 1.681
  7. ჯანი მორბიდელი (იტალია, ჰონდა) 2.423
  8. დავით ქაჯაია (საქართველო, ფოლკსვაგენი) 3.070
  9. პეტერ ფულინი (ჩეხეთი, ალფა რომეო) 3.567
  10. კევინ გლისონი (აშშ, ჰონდა) 3.924
  11. ხორდი ორიოლა (ესპანეთი, ოპელი) 4.581
  12. მარტინ ჩაო (ჩინეთი, ფორდი) 5.160
  13. ფილიპე დე სოუზა (მაკაო, ფოლკსვაგენი) 6.046
  14. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) 6.114
  15. დუგლას ხოო (მალაიზია, სეატი) 17.146

16გ. რაფაელ გალიანა (საფრანგეთი, ჰონდა) 3 წრე

17გ. ნერიკ ვეი (ჩინეთი, ფოლკსვაგენი) 3 წრე

18გ. ატილა ტაში (უნგრეთი, სეატი) 3 წრე

19გ. სერგეი აფანასიევი (რუსეთი, სეატი) 7 წრე

20გ. ლორის ჰეზემანსი (ჰოლანდია, სეატი) 8 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

კლასიფიკაცია

1. ჯეიმს ნაში - 229 ქულა; 2. სტეფანო კომინი - 227; 3. პეპე ორიოლა - 213; 4. ჟან-კარლ ვერნი - 201; 5. მატ’ო ჰომოლა - 173; 6. ჯანი მორბიდელი - 159; 7. დუშან ბორკოვიჩი - 141; 8. მიხაილ გრაჩოვი - 138; 9. სერგეი აფანასიევი - 133; 10. დავით ქაჯაია - 79; 11. აკუ პელინენი (ფინეთი, ჰონდა) - 63; 12. ატილა ტაში - 60...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168156