კალათბურთი

11:58 | 19.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“პანათინაიკოსმა” ლეგენდა დააფასა

“პანათინაიკოსმა” ლეგენდარული კალათბურთელის დიმიტრის დიამანტიდისის პატივსაცემად კლუბში 13-ნომრიანი მაისური ამოიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ პაოს რიგებში 13-ნომრიან მაისურს ვეღარავინ მოირგებს.

შეგახსენებთ რომ დიამანტიდისმა კარიერა გასულ სეზონში დაასრულა, ის ბერძნული კლუბის ღირსებას 2004 წლიდან 2016 წლამდე იცავდა. ამ ხნის განმავლობაში კალათბურთელმა კლუბთან ერთად უამრავი ტიტული მოიპოვა: ევროლიგის 3-გზის ჩემპიონი (2007, 2009, 2011), ევროლიგის MVP, ევროლიგის ფინალური სერიის სამგზის MVP, ევროლიგის 6-გზის საუკეთესო დამცველი, საბერძნეთის ჩემპიონატის 6-გზის MVP, საბერძნეთის ლიგის 9-გზის ჩემპიონი, 10-გზის საბერძნეთის თასის მფლობელი, ევროლიგაში ჩაგდებული ქულების რაოდენობით გამთამაშებელი მეექვსე ადგილზე იმყოფება.

https://www.youtube.com/watch?v=AVORQtl67Pk

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16418