იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევს, რომ “ინტერთან” წაგებული (1:2) “დერბი დიტალია”, ბოლო 30 წლეულში მისი გუნდის მიერ ნაჩვენები ყველზე ცუდი თამაში იყო. ამასთან, გამოცდილმა სპეციალისტმა იმ ცვლილებეზეც ისაუბრა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, რომელსაც “კალიარისთან” ოთხშაბათს გასამართ შეხვედრაში გეგმავს.
“ინტერთან” ჩატარებული მატჩი ალბათ ყველაზე ცუდი გახლდათ ბოლო 30 წლის განმავლობაში, რაც “იუვეს” უთამაშია, თუმცა ამ მარცხის გამო ზემდეტი დრამის შექმნა სამართლიანი არაა.
“კალიარისთან” შემადგენლობაში ცვლილებები იქნება – ბონუჩი და ხედირა არ ითამაშებენ, რადგან დასვენება სჭირდებათ, სამაგიეროდ შემიძლია გითხრათ, რომ მოედანზე პირველივე წუთიდან გავა დანიელე რუგანი. მას შეუძლია “იუვენტუსში” კიდევ 10 წელიწადი ითამაშოს და გასაზრდელად დრო ნამდვილად აქვს. რაც შეეხება პიაცას მას დრო სჭირდება, პაულო დიბალას კი შეუძლია მშვიდად იყოს, მას მხოლოდ გატანილი გოლი აკლია საკუთარი თავის რწმენის დასაბრუნებლად”, - განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში “იუვენტუსისადმი” და მეტადრე მისი მთავარი მწვრთნელის მიმართ კრიტიკა მატულობს. “ბებერმა სინიორამ” უკანასკნელი ორი თამაში მართლაც უნიათოდ ჩაატარა და ჯერ “სევილიას” ვერ მოუგო (0:0), მერე კი “ინტერთან” უშანსოდ წააგო.






