ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ერთბაშად 13 ქვეყანაში ჩატარდება. დღეს, უეფამ დამდეგი ევროფორუმის ლოგოს პრეზენტაცია მოახდინა – ევრო 2020-ზე 24 გუნდი ითამაშებს და უკვე ცნობილია თუ რომელ ქალაქში, რომელი ეტაპი გაიმართება.
ჯგუფური ეტაპისა და მერვედფინალური ეტაპის მასპინძელი ქალაქები:
გლაზგო – “ჰემპდენ პარკი”
დუბლინი – “დუბლინ არენა”
კოპენჰაგენი – “პარკენი”
ბუდაპეშტი – “ფერენც პუშკაშის სტადიონი”
ბუქარესტი – “არენა ნაციონალიტა”
ბრიუსელი – “ევროსთედიუმი”
ბილბაო – “სან მამესი”
ამსტერდამი – “ამსტერდამ არენა”
მეოთხედფინალური ეტაპის მასპინძელი ქალაქები (ჯგუფური ეტაპის სამი მატჩიც აღნიშნულ არენებზე ჩატარდება)
ბაქო – “ოლიმპიური სტადიონი”
მიუნხენი - “მიუნხენ არენა”
რომი – “სტადიო ოლიმპიკო”
სანქტ-პეტერბურგი – “სანქტ-პეტერბუგ სტადიონი”
ნახევარფინალურ და ფინალურ შეხვედრებს კი ლონდონი, კერძოდ, “უემბლის” სტადიონი უამსპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა იმ ქვეყნის ნაკრებებსაც მოუწევთ, რომლებიც ტურნირს მასპინძლობენ. ფინალური ეტაპი კი, როგორც მოგახსენეთ 24-გუნდიანი იქნება, როგორც ეს საფრანგეთში იყო სამი თვის წინ.
შესარჩევ ტურნირზე 10 ქვეჯგუფი იქნება, რომლის პირველ-ორ ადგილზე გასული ნაკრებები ავტომატურად მიიღებენ ფინალური ეტაპის საგზურს, ხოლო კიდევ ოთხი მონაწილე პლეი-ოფის მეშვეობით გამოვლინდება.
ფინალური ეტაპი იგივე ფორმატით ჩატარდება: 6 ჯგუფის პირველი ორი გუნდი მერვედფინალში გავა და მათ კიდევ ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი შეუერთდება.









